14:21 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-29 13:23:09, 408 ნახვა

პოლიტიკა
2 ივლისს საქართველოში თურქმენეთის პრეზიდენტი ჩამოვა

2 ივლისს საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით  თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუჰამედოვი ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში თურქმენეთის პრეზიდენტი ქართველ კოლეგას  ჯერ პირისპირ, შემდეგ კი, გაფართოებული შემადგენლობით შეხვდება. დაგეგმილია ერთობლივ დოკუმენტზე ხელმოწერაც.  ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ, საქართველოსა და  თურქმენეთის პრეზიდენტები  პრესისათვის განცხადებებს გააკეთებენ. თურქმენეთის პრეზიდენტი გმირთა მოედანზეც გაემგზავრება, სადაც საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შემკობს. ამასთან, გურბანგული ბერდიმუჰამედოვისთვის საპატიო აკადემიკოსის წოდების მინიჭებაც იგეგმება.
თურქმენეთის პრეზიდენტი საქართველოს 3 ივნისს დატოვებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
TI: „ქართული ოცნების“ დონორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 17.7 მილიონი ლარის ღირებულების სამთავრობო კონტრაქტები მიიღეს.
დაპორტირდი სელფიში და მიიღე ყველაფერი ულიმიტო 3 თვე სრულიად უფასოდ
ბაზისბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკის ასოციაციის II საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics