|
2019-05-18 18:33:51, 926 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე: არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ენმ-ს არჩევნების ჩაშლის სურვილი აქვს
არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნების ჩაშლის, არეულობის შემოტანის სურვილი აქვს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, შესაბამისმა სამსახურებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, არჩევნების ჩაშლის საშუალება არავის მისცენ. „მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩატარდეს. ყველა კანდიდატს ჰქონდა შესაძლებლობა, წარედგინა თავისი ხედვები. შეიძლება, იყო პატარა ექსცესები, თუმცა ყველაზე მოხდა რეაგირება. ჩვენ ვისმენთ იმას, რომ გარკვეული რაოდენობა ადამიანები მიყავთ დედაქალაქიდან, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნების ჩაშლის, არეულობის შემოტანის სურვილი აქვს. შესაბამისმა სამსახურებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ამის უფლება არავის მისცენ და არ უნდა მოხდეს არეულობა. მოვისმინეთ ცესკო-ს განცხადება, რომ მაქსიმალურად უნდა იყოს მობილიზებული შესაბამისი სამსახურები, რათა მშვიდობიან გარემოში მოხდეს არჩევნების წარმართვა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)