|
2019-05-18 15:13:08, 1036 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - თუ ივანიშვილი მოიპარავს არჩევნებს, საყოველთაო მობილიზაცია უნდა გამოვცხადოთ
„თუ არჩევნებს ის (ბიძინა ივანიშვილი) რაღაც მექანიზმებით ან გააყალბებს ან მოიპარავს, მაშინ ჩვენ უნდა გამოვაცხადოთ საყოველთაო მობილიზაცია ქვეყნის მასშტაბით“, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. როგორც სააკაშვილმა ვიდეო მიმართვაში აღნიშნა, ენმ-ს ზუგდიდის მერობის კანდიდატს, სანდრა რულოვსს არჩევნები პრაკქიტულად მოგებული აქვს. ეს არჩევნები სანდრას აქვს მოგებული. ისევე როგორც მე ვიცნობ საარჩევნო ვითარებას ხულოში, ზესტაფონში, მთაწმინდაზე, მარნეულში და ყველგან მთავრობას აქვს წაგებული. ან თქვენ აღიარებთ დამარცხებას და შეეგუებით იმას, რომ შენ არ გაქვს აბსოლუტური კონტროლი, ეს არ არის შენი დუქანი საქართველო, ეს არ არის შენი პირადი საკუთრება, რომ იქ სხვა ვერავინ გაჭაჭანდება, ბაყბაყდევს, რომ აქვს თავის გარემოში, რომ ადამიანი არ უნდა გაჭაჭანდეს, ანდა ჩვენ ყველანი უნდა დავმობილიზირდეთ. ეს აღარ არის შარშანდელი ნოემბერი, მე ამას არ გავატარებ. მე მიხეილ სააკაშვილი, ამას არ გავატარებ. თუ ეს ამ არჩევნებს ის რაღაც მექანიზმებით ან გააყალბებს ან მოიპარავს, მაშინ ჩვენ უნდა გამოვაცხადოთ საყოველთაო მობილიზაცია ქვეყნის მასშტაბით. მაშინ ეს ნიშნავს, რომ არჩევნების ინსტიტუტი საქართველოში გაუქმებულია. ჩავერთვები ორგანიზაციაში, მას შემდეგ, რაც თქვენ ამ არჩევნებს მოიპარავთ და რა თქმა უნდა მე დავაჩქარებ და მოვამზადებ ჩემს სწრაფ ჩართვას ადგილზე საქართველოში ამ პროცესებში. ძალიან სერიოზულად ვარ განწყობილი და მე წავალ ბოლომდე. საქართველოს აღარ აქვს დასაკარგი დრო“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)