|
2019-05-17 15:30:06, 2708 ნახვა
პოლიტიკა
მეგობარი ქვეყნები ხელისუფლებას მიმართავენ - უფლებების შელახვა არ შეიძლება გამართლდეს უმრავლესობის რწმენით
“ლგბტქი+ ადამიანები (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსექსუალი, ქვიარი, ინტერსექსი) პირისპირ ეჯახებიან დისკრიმინაციას, სიძულვილის ენას და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რაც არღვევს მათ უფლებებს, ლაღავს ღირსებას და რიყავს მათ საზოგადოებიდან”, – ამის შესახებ საუბარია საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებაში, რომელიც 17 მაისს, ჰომოფობიის, ტრანსფობიისა და ბიფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაავრცელეს. განცხადების ავტორები არიან გაეროს მუდმივი კოორდინატორისა და ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისები საქართველოში, ასევე, ავსტრია, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, სლოვენია, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელობა და საქართველოში ევროსაბჭოს ოფისი. “ეს არის შემაშფოთებელი მიგნებები, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს ტოლერანტობის ტრადიციას. ამგვარად, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებსმ გადადგან მტკიცე ნაბიჯები, რათა კანონით გარანტირებული თანასწორობის რეალიზება პრაქტიკაშიც იყოს შესაძლებელი იმგვარად, რომ ყველა ადამიანმა, მათ შორის, ლგბტქი+ პირებმა შეძლონ თავიანთი უფლებებით სარგებლობა. ამ კონტექსტში ჩვენ აღვნიშნავთ, რომ კულტურული, რელიგიური და მორალური რწმენით, მათ შორის, უმრავლესობის, არ შეიძლება გამართლდეს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები. დისკრიმინაციასთან, ასევე, სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობაზე დაფუძნებულ ძალადობასთან საბრძოლველად, ჩვენ მოვუწოდებთ ყოვლისმომცველი სტრატეგიის შემუშავებისკენ, რომელიც ფოკუსირებული იქნება ტოლერანტობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე. ასეევ, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, რომ უზრუნველყონ ლგბტქი+ პირთა თავისუფალი შეკრების, მანიფესტაციისა და გამოხატვის თავისუფლება. - ნათქვამია საქართველოს მეგობარი ქვეყნების და ორგანიზაციების განცხადებაში.
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)