16:50 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-17 13:03:14, 1040 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძე: ზუგდიდში ჩვენი 1400 წარმომადგენელი, 2000-მდე NGO და 1000-მდე მოხალისე ჩაგვყავს

 „ზუგდიდში ჩვენ ჩამოგვყავს 1400 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი“, -ამის შესახებ  გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით ასევე, ზუგდიდში წარმოდგენილი იქნება არასამთავრობო ორგანიზაციის 2000-მდე წარმომადგენელი.

„ვნახეთ, რა მეთოდებით მოქმედებს ქართული ოცნება, შევისწავლეთ მათი მეთოდები, მოვემზადეთ და არავითარ შემთხვევაში აღარ გავაყალბებინებთ არჩევნებს და დავიცავთ ამომრჩევლის ყოველ ხმას. დიახ, ჩვენ ვამბობთ, რომ ჩამოგვყავს 1400 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, ვამბობთ, რომ გვყავს 216 კომისიის წევრი, რომელიც არ იქნება ე.წ. ხელისუფლების კონტროლქვეშ. ჩამოდის 2 ათასამდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელიც მშვენივრად ხვდება, რომ მათაც ეხება გაყალბება, გაყალბების მცდელობები და მათი სამოქალაქო უფლებებიც ირღვევა და მათი კონსტიტუციური უფლებები იზღუდება. ჩამოგვყავს ათასამდე მოხალისე. ყველა იმოქმედებს კონსტიტუციის და საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, აქვთ მიღებული უმკაცრესი ინსტრუქცია ყველა პარტიის ხელმძღვანელებისგან, არავითარ შემთხვევაში არ აყვნენ პროვოკაციებს, არავითარ შემთხვევაში არ უპასუხონ ძალადობას ძალადობით“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.  





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics