|
2019-05-17 12:12:33, 886 ნახვა
პოლიტიკა
ბახტაძე - ყველა მთავრობა უნდა იყოს ვალდებული, ბიუჯეტის ყველაზე დიდი რესურსი არა მომავალ არჩევნებში, არამედ ქვეყნის მომავლისკენ მიმართოს
ყველა მთავრობა იყოს ვალდებული, ბიუჯეტის ყველაზე დიდი რესურსი არა მომავალ არჩევნებში, არამედ ქვეყნის მომავლისკენ მიმართოს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმში, განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „განათლება ეროვნული იდეა ჩვენთვის იმიტომაა, რომ ესაა ერთადერთი სწორი გზა იმისთვის, რათა დავძლიოთ საქართველოს წინაშე არსებული ყველა გამოწვევა, იმისთვის, რომ საქართველო 21-ე საუკუნეში ვაქციოთ წარმატებულ ქვეყანად. ქართველ ერს აქვს უნიკალური ნიჭი, უნიკალური პოტენციალი და განათლება არის ჩვენი ყველაზე ძლიერი იარაღი იმისთვის, რომ საქართველოს წინაშე არსებული ყველა პრობლემა დავძლიოთ. მე განსაკუთრებით მიხარია, რომ ამ პროექტის რეალიზაციას ვახდენთ ბათუმში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. ამასთან, პრემიერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, განათლებაზე ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედი დაიხარჯება და შესაბამისი კანონპროექტი უკვე წარდგენილია პარლამენტში. „იცით, რომ რამდენიმე კვირის წინ წარვადგინე ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი პარლამენტში. კანონპროექტის მიხედვით, ბიუჯეტის მეოთხედს მივმართავთ განათლებაზე, მომავალ თაობაზე, მასწავლებლებზე, პროფესორებზე, ახალგაზრდა მეცნიერებზე, იმ ხალხზე, რომლის მხრებზეც დგას ქართული სახელმწიფოებრიობა და საქართველოს მომავალი. ეს კანონი უზრუნველყოფს იმას, რომ შემდეგი ათწლეულების განმავლობაში, ყველა მთავრობა იყოს ვალდებული, რომ ბიუჯეტის ყველაზე დიდი რესურსი მიმართოს არა მომავალ არჩევნებში, არამედ ქვეყნის მომავალისკენ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)