|
2019-05-17 12:04:51, 874 ნახვა
პოლიტიკა
სერგო რატიანი - სკოლები ისევ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენება
სკოლები ისევ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენება, - ამის შესახებ სერგო რატიანმა განაცხადა. „ევროპული საქართველოს“ პარტიის ოფისში, ნინო გოგუაძისა და სერგო რატიანის ბრიფინგი გაიმართა. მათ ისაუბრეს სკოლებზე წინასაარჩევნო ზეწოლის შესახებ. “15 მაისს ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლადო კახაძე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი სოზარ სუბარი მთაწმინდის რაიონის სკოლების პედაგოგებს შეხვდნენ. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ორგანიზება განახორციელა ძველი თბილისის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა და სამინისტროს აუდიტის სამსახურის უფროსმა, რაც პირდაპირ ნიშნავს წინასაარჩევნოდ მმართველი პარტიის კანდიდატის სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ძველი თბილისის რაიონის რესურსცენტრის უფროსის მიერ განხორციელდა შეტყობინებები პედაგოგების დასწრებასთან დაკავშირებით - პედაგოგების ნაწილს არ ჰქონდა ინფორმაცია შეხვედრის დეტალების შესახებ. მეტიც, ისინი რეფორმით გათვალისწინებული საკითხების განხილვასთან დაკავშირებულ შეხვედრაზე გაუშვეს სკოლის დირექტორებმა, თუმცა პედაგოგებმა ადგილზე მისვლის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ მაჟორიტარ დეპუტატთან შესახვედრად მიიწვია სამინისტრომ. ასევე ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ შეხვედრის ორგანიზებაში სკოლების გარკვეულ ნაწილთან დამატებითი კომუნიკაცია ჰქონდა შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსს გიორგი ქოჩიშვილს. ფაქტია, ხელისუფლება არ თმობს წინასაარჩევნო სტილს, რომელიც მთელი საქრთველოსთვის ,,კერზაიას საქმით” არის ცნობილი და გასაგებია რატომაა იგნორირებული, მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა, მათ შორის, ხორავას ქუჩის ტრაგედიასთან დაკავშირებული ფაქტებზე რეაგირების დროს დაშვებული გადაცდომებისთვის, აუდიტის სამსახურის უფროსის პასუხისმგებლობის საკითხის განხილვა. არაერთგზის დადასტურებული ფაქტების მიხედვით, ეჭვგარეშეა, შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის გიორგი ქოჩიშვილის, როგორც საარჩევნო მანიპულაციებში კარგად დახელოვნებულისა და საიმედო კადრის, საარჩევნო ფუნქცია განათლების სამინისტროში. აქვე, აღსანიშნავია, რომ განათლების სამინისტროს ორგანიზებით მსგავსი შეხვედრა 16 მაისს გაიმართა ქალაქ ზესტაფონშიც, სადაც ასევე დაფიქსირდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სასარგებლოდ. ფაქტია, საპრეზიდენტო არჩევნებიდან მიღებული ტრაგიკული გამოცდილება არ აღმოჩნდა ქართული ოცნებისთვის საკმარისი, დაესრულებინა სასკოლო საზოგადოების იძულებით გამოყენება წინასაარჩევნო მანიპულაციებში. შესაბამისად, რჩება ერთადერთი შესაძლებლობა - ამ კულტურის დამკვიდრება შემდეგი - ახალი ხელისუფლებისთვის უპირველეს ვალდებულებად იქცეს. “ - განაცხადა სერგო რატიანმა.
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)