|
2019-05-16 18:22:51, 1028 ნახვა
პოლიტიკა
თამარ ჩუგოშვილი დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საერთაშორისო მდივანი, პოლიტსაბჭოს წევრი თამარ ჩუგოშვილი დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და შუალედური არჩევნების წინ არსებული ვითარება გააცნო. თამარ ჩუგოშვილის თქმით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ზუგდიდში მიმდინარე პროცესებს და ოპოზიციის ქმედებებს. მისივე განცხადებით, დამკვირვებელი ორგანიზაციები ყველა მხარეს მოუწოდებენ, რომ ამომრჩეველს ხელოვნურად არ შეუშალონ ხელი არჩევნების დღეს თავიანთი ნების დაფიქსირებაში. “დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოში შუალედური არჩევნების პროცესს აკვირდებიან გავაცანით ის მდგომარეობა, რაც არის ზუგდიდში. განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ამ ქალაქზე გავამახვილეთ, რადგან აქ ჩანს ძირითადი პრობლემები. ვესაუბრეთ იმაზე, რომ ოპოზიცია აკეთებს ყველაფერს, სახელმწიფო ინსტიტუტების და განსაკუთრებით საარჩევნო კომისიების დისკრედიტაცისთვის. ყველა აცნობიერებს რის გამოც დაიწყო აჟიოტაჟი - კერძოდ განცხადება, თითქოს დოკუმენტაცია არასწორად იქნა გადაცემული სარჩევნო კომისიიდან უბანზე - არანაირ კანონდარღვევას არ წარმოადგენდა და ამას ყველა დამკვირვებელი ორგანიზაცია ადასტურებს, ამაში ეჭვი არავის ეპარება. ასევე ვესაუბრეთ ოპოზიციის მხრიდან მხარდამჭერების მასობრივ მობილიზაციაზე, რომელიც შესაძლოა, არჩევნების დღეს ზუგდიდის საარჩევნო უბნებთან დაძაბულობის შექმნას ემსახურებოდეს. სადამკვირვებლო ორგანიზაციების სურვილი და მოწოდებაა რომ არც ერთმა მხარემ, არჩევნებში მონაწილე არც ერთმა სუბიექტმა ამომრჩეველს არ შეუშალოს ხელი ნების თავისუფლად გამოხატვაში“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
(NS)
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)