|
2019-05-16 17:24:48, 1180 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი გოგლიჩიძემ ზესტაფონელ პედაგოგებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ირინა აბულაძე ზესტაფონის მერობის „ქართული ოცნების“ კანდიდატ გიორგი გოგლიჩიძესთან ერთად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის პედაგოგებს შეხვდა და სისტემაში მიმდინარე სიახლეები გააცნო. შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს განათლების რეფორმის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზე. მათ შორის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში შესატან ცვლილებებზე და პედაგოგთა ხელფასების გაზრდის საკითხზე. მინისტრის მოადგილის თქმით, პედაგოგთა ღირსეული სამუშაო პირობების შექმნა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია და ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება. „ვცდილობთ ახალი რეფორმა ადამიანის განვითარებაზე იყოს ორიენტირებული. სიახლეა ის, რომ გაზრდილია დაფინანსება, სახელფასო პოლიტიკა, სტატუსის დანამატი იზრდება 150 ლარით, ისე რომ 2020 წლისთვის საშუალო ხელფასი 1500 ლარი გახდეს. ხელფასი გაეზრდება სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, დირექტორებს. ღვაწლმოსილი პედაგოგები, რომლებიც უმნიშვნელოვანესია ჩვენი სისტემისთვის მიიღებენ სახელმწიფო ჯილდოს 2 წლის ხელფასს ერთჯერადად სკოლიდან წასვლის შემთხვევაში, ისინი ასევე შეინარჩუნებენ სადაზღვევო პაკეტს სიცოცხლის ბოლომდე“,- აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. ზესტაფონელ პედაგოგებს სიტყვით მიმართა პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავჯდომარემ, მარიამ ჯაშმა. ,,უპრეცენდენტო ინვესტიციები, პედაგოგების ხელფასების ზრდა, საპენსიო ასაკის პედაგოგთა ღირსეული გაცილება- ეს არის ის უახლესი ცვლილებები, რომელსაც ვთავაზობთ პედაგოგიურ კორპუსს. ვსაუბრობთ ასევე თუ რა გამოწვევები რჩება და ეტაპობრივად როგორ შეიძლება მისი გადაჭრა“, -აღნიშნა მარიამ ჯაშმა და პედაგოგებს მმართველი გუნდის კანდიდატის გიორგი გოგლიჩიძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ,,გიორგი გოგლიჩიძეს ვიცნობთ როგორც ღირსეულ, გამორჩეულ, პრინციპულ ადამიანს, რომელსაც აქვს საკანონმდებლო ორგანოსა და ადგილობრივ თვითმმართველობაში მუშაობის გამოცდილება.მან უმწვავესი პრობლემების მიუხედავად პოზიციები არ დათმო. დარწმუნებული ვარ, ის იქნება ობიექტურობის, სოციალური თანასწორობის, ბევრი სიახლის მომტანი ზესტაფონისთვის','- აღნიშნა მარიამ ჯაშმა. მერობის „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, გიორგი გოგლიჩიძემ ზესტაფონელ პედაგოგებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „ჩემი მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერაა და იმ კურსის და მშენებლობის გაგრძელებაა, რომელიც დაგეგმილია ჩვენს მუნიციპალიტეტში და განხორციელდება მიმდინარე წელს“ ,-აღნიშნა გიორგი გოგლიჩიძემ. შეხვედრაზე ზესტაფონელ პედაგოგებს სიტყვით მიმართა მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კიკნაველიძემ და მერობის „ქართული ოცნების“ კანდიდატის, გიორგი გოგლიჩიძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
(NS)
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)