|
2019-05-16 12:08:49, 925 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიცია ზუგდიდის საარჩევნო ოლქის თავმჯდომარის გადაყენებას ითხოვს
ზუგდიდის საოლქო კომისიაში სხდომა მიმდინარეობს, სადაც სიების დამტკიცების საკითხი უნდა განიხილონ. სიტყვა ითხოვა კომისიის წევრმა ენმ-დან მაია გაწერელიამ, რომელმაც მოითხოვა დაუცველ უბნებზე, კომისიის სხვა წევრებთან შეუთანხმებლად სამაგიდო სიების და ბეჭდების გაცემაზე პასუხისმგებელი პირების საქმიანობის საკითხი შეისწავლონ და ბრალეულობის დადასტურების შემთხვევაში, დადგეს მათი გათავისუფლების საკითხი. ოპოზიციის წევრები მოითხოვენ, რომ გამოკვლეული იქნას ის ფოტო და ვიდეო მასალა რომელიც დღეს მათ წარმოადგინეს და რომელიც ადასტურებს, რომ ორი დღის წინ საოლქო კომისიიდან სიები და ბეჭდები კანონდარღვევით იქნა გატანილი. ოპოზიციის წევრების თქმით, საარჩევნო სიები და სარეგისტრაციო ბეჭდები კონკრეტული პირების სახელებში ინახებოდა. „როგორ დარღვევით არის გაცემული სარეგისტრაციო ბეჭდები, გუშინ მოვიარეთ ძალიან ბევრი საუბნო საარჩევნო კომისია და კომისიის თავმჯდომარეები პირდაპირ ამბობენ, რომ რეალურად ბეჭდები სარეგისტრაციო ჰქონდათ სახლში, სიები ჰქონდათ სახლში, იმიტომ რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ გააჩნიათ და ეს იყო პირდაპირი ბრძანება საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და რეალურად კანონია დარღვეული,“-განაცხადა ხატია დეკანოიძემ. საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა უშედეგოდ დასრულდა. ლაივპრესის ფოტო
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)