|
2019-05-15 11:26:00, 941 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს და აზერბაიჯანის საზღვრის სადელიმიტაციო კომისიების თავმჯდომარეებს შორის შეხვედრა შედგა
ბაქოში შედგა სამუშაო შეხვედრა საქართველოს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიების თავმჯდომარეებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომდგენლის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხალაფ ხალაფოვს შორის. მხარეებმა მიმოიხილეს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის მიმდინარეობა და განიხილეს სამომავლო ნაბიჯები. აღინიშნა, რომ სახელმწიფო საზღვრის დაახლოებით 2/3 შეთანხმებულია შესაბამისი კომისიების მიერ და აუცილებელია აქტიური კომუნიკაციის განახლება შეუთანხმებელი მონაკვეთებზე მხარეთა პოზიციების შეჯერების მიზნით. მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ ორი ქვეყნის სამთავრობო კომისიების ოფიციალური სხდომა ჩატარება შემდეგ კვირას. ორი ქვეყნის წარმომდგენლებმა ხაზი გაუსვეს საკითხის მნიშვნელობას და აღნიშნეს რომ მიუღებელია საკითხის ირგვლის ნებისმიერი სახის პროვოკაციები. მხარეები შეთანხმდნენ, რომ დელიმიტაციის პროცესის მიმდინარეობისას იხელმძღვანელებენ სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებით, ხოლო დავით გარეჯის კომპლექსის მიმდებარე სასაზღვრო ზოლის პრობლემატიკას დაუბრუნდებიან შემდეგ შეხვედეაზე. მხარეებმა გამოთქვეს მზაობა მოლაპარაკებების კონსტრუქციული მიდგომით წარმართვაზე და ხაზი გაუსვეს სამუშაო პროცესში ორ ქვეყანას შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის გათვალისწინების აუცილებლობას.
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)