|
2019-05-14 14:45:35, 1135 ნახვა
პოლიტიკა
გახარია - ვეცდებით, უსაფრთხოების საბჭო იყოს სრულად აპოლიტიკური და პროფესიულად მაღალი დონის ექსპერტებით წარმოდგენილი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, გიორგი გახარია უსაფრთხოების თემატიკაზე მომუშავე ექსპერტებს შეხვდა. შეხვედრაზე უსაფრთხოების სექტორში არსებული გამოწვევები და რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილეს. გიორგი გახარიასთან შეხვედრისას ექსპერტებმა ხაზი გაუსვეს ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ახლადშექმნილი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ეფექტიანი საქმიანობის მნიშვნელობას. გიორგი გახარიამ, დისკუსიის მონაწილეებთან, ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ექსპერტული წრეების ჩართულობისა და მათთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. „ჩვენ ვთვლით, რომ ანალიტიკური, სისტემურ ანალიზის ნაწილში ექსპერტების დახმარება გვჭირდება. ჩვენ ვეცდებით, რომ უსაფრთხოების საბჭოს აპარატი იყოს სრულად აპოლიტიკური და პროფესიულად მაღალი დონის ექსპერტებით წარმოდგენილი, იყოს ამ კომუნიკაციის დაწყებისთვის ყველაზე კარგი ფორმატი. ჩვენ ამ კომუნიკაციას, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ და ვთვლით, რომ ქვეყანაში ეფექტურად მომუშავე უსაფრთხოების საბჭო, რომელიც იქნება პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანო და პრემიერ-მინისტრს მიეხმარება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ღრმა სისტემური ანალიზის საშუალებით, არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ჩვენ ადეკვატურად ვაფასებთ იმ საფრთხეებს, რომელშიც ქვეყანას უწევს ყოველდღიური ცხოვრება და ამ პროცესში ჩართული იქნებიან როგორც ექსპერტები, ასევე ახალგაზრდა ექსპერტები, ასევე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
(NS)
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)