|
2019-05-14 14:38:36, 1140 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე: ვთავაზობთ მედიას, გავხსნათ პლატფორმები და დეტალურად ვისაუბროთ თითოეულ პროექტზე
„ღიად გთავაზობთ მედიას, გავხსნათ პლატფორმები და დეტალურად ვისაუბროთ თითოეულ პროექტზე" - მედიისადმი ეს შეთავაზება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე გააკეთა იმის საჩვენებლად, მიისაკუთრა თუ არა ბიძინა ივანიშვილმა ის, რასაც მას მიხეილ სააკაშვილი აბრალებს. „აქ არის მედია და მე მინდა მათ პირდაპირ მივმართო - რაც ჩამოთვალა მიხეილ სააკაშვილმა, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილმა მიისაკუთრა მელიქიშვილის გამზირი, ჰაიდელბერგ ცემენტი, გალერია თბილისი, სასათბურე კორპორაციები და სხვა, ჩამონათვალი იყო იქ, რაც ღიმილისმომგვრელია. ღიად გთავაზობთ მედიას გავხსნათ პლატფორმები და თითოეულ პროექტზე დეტალურად ვისაუბროთ. ვნახოთ ეს ჩამონათვალი, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ" და სააკაშვილმა გააკეთეს - სინამდვილეში რა არის სიმართლე და რეალობა" - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არ ერიდება რეალობის დამახინჯებას. „ეს ხალხი არ ერიდება რეალობის გადაფუთვას და დამახინჯებას, თავიანთი ცოდვებისა და დანაშაულების შესახებ სხვას ესაუბრებიან - ალბათ ამით გარკვეულ განტვირთვას ახდენენ. მე გპირდებით რომ ამ არჩევნებშიც თქვენ დაინახავთ თუ რა რეაქცია აქვს ხალხს თქვენს სიცრუეზე და იმ დეზინფორმაციაზე, რასაც ყოველდღიურად ავრცელებთ".
(NS)
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)