|
2019-05-13 22:13:23, 1387 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი გოგლიჩიძე გენადი არველაძესთან ერთად ზესტაფონში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის მერობის კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძესთან ერთად ზესტაფონში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ბიზნესსექტორისა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელთა შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი განვითარების მიზნით დაგეგმილ პროექტებსა და იმ პრიორიტეტებზე, რაც ქვეყნის მასშტაბით საინვესტიციო გარემოს გააუმჯობესებს. "მნიშვნელოვანია პროექტებად შეიკრას ბიზნესის სფეროდან წამოსული ინიციატივები. მეწარმეობის წახალისებისთვის ასევე საჭიროა დაფინანსების სხვადასხვა გზების მოძიება. 4 , 8 პროცენტით დასრულებული ეკონომიკური ზრდა, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს, უნდა დაეტყოს თითოეულ ოჯახს და რეგიონს. მარტო ვერც სახელმწიფო და ვერც კერძო სექტორი ვერ შეძლებს იმ ეფექტის მიღებას, რასაც ერთად დგომით და გაერთიანებით მოვახერხებთ. ჩვენ გიდასტურებთ მხარდაჭერას",- განაცხადა გენადი არველაძემ. დღევანდელ შეხვედრას პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელიც ესწრებოდა. NS
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
ლიეტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიევში რუსეთის იერიშის შემდეგ ქვეყნის საელჩოს დაზიანების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)