|
2019-05-11 16:04:29, 1410 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: ჩვენ შევიმუშავეთ ღია, გამჭვირვალე პროცესი და ახლა იუსტიციის საბჭოს გადასაწყვეტია, ვის წარადგენს პარლამენტში
„ჩვენ შევიმუშავეთ ღია და გამჭვირვალე პროცესი, რომელიც კანონშია გაწერილი, ახლა არის საბჭოს გადასაწყვეტი, თუ ვის წარადგენს ამ ღია და გამჭვირვალე პროცესის საფუძველზე პარლამენტში და აქ ვერ მიიღება ვერავითარი თვითნებური გადაწყვეტილება, იმდენად ღიაა და გახსნილი პროცესი", - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა განაცხადების მიღების პროცესთან დაკავშირებით საუბრისას განუცხადა. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ პროცესი რამდენიმე საფეხურისგან შედგება და საზოგადოებას დაკვირვების საშუალება ექნება. „ეს პროცესი მოიცავს გასაუბრებებს, მოიცავს თითოეული კანდიდატის შეფასებას და საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ჩვენ დაგვაზღვევს იქიდან, რომ რაიმე თვითნებური გადაწყვეტილება მიიღოს ვინმემ", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისი თქმით, შემდეგ, სია უკვე უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში იქნება წარმოდგენილი და პარლამენტი გადაწყვეტილებას ასევე მაქსიმალურად ღია პროცედურის საფუძველზე მიიღებს. „თითოეულ მოქალაქეს ექნება თვალყურის დევნების საშუალება. მათ შორის, კომიტეტის შესაბამისი სხდომები, გასაუბრებები იქნება აბსოლუტურად ღია და საზოგადოების დაკვირვების ქვეშ. ჯერ საბჭო და შემდეგ პარლამენტი მიიღებენ გადაწყვეტილებას და საბოლოო მიზანი არის, რა თქმა უნდა, დამოუკიდებელი და ეფექტიანი უზენაესი სასამართლოს ჩამოყალიბება და ეს მიზანი, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად იქნება მიღწეული",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
ლიეტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიევში რუსეთის იერიშის შემდეგ ქვეყნის საელჩოს დაზიანების შესახებ განაცხადა
პოლიციამ ქურდული სამყაროს წევრობისთვის ძებნილი პირი მეტსახელად ფაიფურა დააკავეს
დაკავეს კაცი, რომელიც პენსიონერებს ატყუებდა და ფულს ითვისებდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
კიევზე ბალისტიკური რაკეტების იერიშის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)