|
2019-05-10 17:57:29, 1370 ნახვა
პოლიტიკა
მათიკაშვილი: ენმ-მ კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ მათი მიზანი არ არის ჯანსაღი წინასაარჩევნო ბრძოლის წარმოება
პარლამენტის წევრი დავით მათიკაშვილი მიიჩნევს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ წარმოადგენს დესტრუქციულ ძალას, რომლის მიზანიც არ არის ჯანსაღი პოლიტიკური, წინასაარჩევნო ბრძოლის წარმოება. მათიკაშვილი აცხადებს, რომ სატელევიზიო დებატი წარმოადგენს მთელს მსოფლიოში აპრობირებულ საშუალებს, იმისთვის რომ კანდიდატებმა, მშვიდ და კონსტრუქციულ გარემოში წარმოადგინონ საკუთარი პოლიტიკური ხედვები და პასუხი გასცეს საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან, თუნდაც მწვავე კითხვებს. პარლამენტის წევრის თქმით, ქართული ოცნების, ზუგდიდის მერობის კანდიდატი, გეგა შენგელია, მზადაა პასუხი გასცეს ყველა ასეთ კითხვას და ამომრჩეველს გააცნოს საკუთარი პოლიტიკური ხედვა, რასაც ვერ ვიტყვით ქალბატონ სანდრა რულოვსზე. „ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა ბატონ გეგა შენგელიას შეთავაზებაზე, და საპასუხოდ, პოლიტიკურ ოპონენტს შესთავაზა სრულიად არარეალური, შესაძლო ექსცესების რისკის მატარებელი ფორმატი, რომელიც , ნაც მოძის ჩვეულ სტილში, სპექტაკლის და საცირკო სანახაობას მოსაწყობად თუ გამოდგება. იმედს ვიტოვებთ, რომ ქალბატონი სანდრა საბოლოოდ დაძლევას საზოგადობის ფართო წრისადმი წარდგენის შიშს, დათანხმდება დებეტის კონსტრუქციულ ფორმატს და არ გაექცევა მწვავე კითხვებზე პასუხის გაცემას!", -განაცხადა მათიკაშვილმა.
(NS)
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
ლიეტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიევში რუსეთის იერიშის შემდეგ ქვეყნის საელჩოს დაზიანების შესახებ განაცხადა
პოლიციამ ქურდული სამყაროს წევრობისთვის ძებნილი პირი მეტსახელად ფაიფურა დააკავეს
დაკავეს კაცი, რომელიც პენსიონერებს ატყუებდა და ფულს ითვისებდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
კიევზე ბალისტიკური რაკეტების იერიშის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)