13:47 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-27 13:25:08, 528 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ სტიქიის ზონა დაათვალიერა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა დოლიძემ, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილესთან ერთად გმირთა მოედნის, ზოოპარკის, მზიურისა და სვანიძის ქუჩაზე მიმდინარე გაწმენდითი სამუშაოები დაათვალიერა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის, 13 ივნისის სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფები და ტექნიკა დღემდე მუშაობს. მინისტრის მოადგილე ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობის მიერ შესრულებული სამუშაოებითაც დაინტერესდა, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას სარდაფებისა და ეზოების გაწმენდაში ეხმარებიან.

საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადის პირადი შემადგენლობა და სპეციალური ტექნიკა ზოოპარკში გაწმენდით სამუშაოებს განაგრძობს. ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის სამშენებლო ტექნიკა „მზიურის“ ტერიტორიაზე სალიკვიდაციო სამუშაოებს ასრულებს.

სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის I ქვეითი ბრიგადის პირადი შემადგენლობა კი სვანიძის ქუჩისა და ვაკის ძეხვეულის ქარხნის სარეაბილიტაციო სამუშაოებშია ჩართული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics