|
2019-05-10 15:38:39, 1550 ნახვა
პოლიტიკა
ნინო გვენეტაძემ უზენაესი სასამართლოდან წასვლის მიზეზი პირველად განმარტა
ნინო გვენეტაძემ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. როგორც გვენეტაძემ "ქრონიკასთან" ინტერვიუში აღნიშნა, მან თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა. "დატვირთულმა მუშაობამ ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ ჩემს ჯანმრთელობაზე იქონია სერიოზული გავლენა, რასაც დასჭირდა რეაბილიტაცია", - აღნიშნა გვენეტაძემ. გვენეტაძეს უკვირს, რომ ოპოზიცია მისი „გაუჩინარების“ გარემოებაზე მიუთითებს. „პოლიტიკურ განცხადებებთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. კანდიდატები მაშინ წარდგნენ იუსტიციის საბჭოდან, როცა მე უკვე უზენაეს სასამართლოში აღარ ვიყავი. სია შეიქმნება ახალი კანონმდებლობის შესაბამისად და განიხილება როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, ისე პარლამენტის მიერ, ამიტომ ამ ორ უწყებას მაღალი პასუხისმგებლობა აქვს. მე წარმატებას ვუსურვებ ქართულ მართლმსაჯულებას. მინდა რომ ყველაფერი იყოს ისე, როგორც ადამიანის უფლებების დაცვისა და ობიექტური მართლმსაჯულების განხორიცელებისთვის არის საჭირო და ვიმედოვნებ, ასეც იქნება სამომავალოდ”, - განაცხადა გვენეტაძემ.
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
ლიეტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიევში რუსეთის იერიშის შემდეგ ქვეყნის საელჩოს დაზიანების შესახებ განაცხადა
პოლიციამ ქურდული სამყაროს წევრობისთვის ძებნილი პირი მეტსახელად ფაიფურა დააკავეს
დაკავეს კაცი, რომელიც პენსიონერებს ატყუებდა და ფულს ითვისებდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
კიევზე ბალისტიკური რაკეტების იერიშის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)