|
2019-05-10 15:22:31, 1466 ნახვა
პოლიტიკა
ბახტაძე: ეკონომიკის სამინისტროში ინვესტორებთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი მინისტრის მოადგილის შტატი შეიქმნა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინვესტორებთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი მინისტრის მოადგილის შტატი ემატება, - ახალ მოადგილეებს პრემიერ-მინისტრი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს. როგორც მამუკა ბახტაძემ სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ინვესტორებს ერთი ფანჯრის პრინციპით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მოემსახურება, ხოლო მინისტრის მოადგილე ინვესტორებთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი იქნება არა მხოლოდ ინვესტირებამდე, არამედ ინვესტიციების განხორცილების შემდგომაც. „ჩვენ რამდენიმე თვე ვმუშაობდით, რათა ეს შედეგი მიგვეღო. რა თქმა უნდა ეს არის მნიშვნელოვანი ცვლილება, იქიდან გამომდინარე, რომ ეს მოადგილე ამავე დროს პასუხისმგებელი იქნება სხვა უწყებებთან კოორდინაციაზე, ვინაიდან ინვესტორებს ურთიერთობა მოუწევთ არა მხოლოდ ეკონომიკის სამინისტროსთან, არამედ სხვა უწყებებთან. ბუნებრივია, ჩვენ ამ პრაქტიკას შევზღუდავთ და იქნება ერთი ფანჯრით მომსახურების პრინციპი, სადაც მხოლოდ ეკონომიკის სამინისტრო იქნება პასუხისმგებელი ინვესტორებთან ურთიერთობებზე. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანი ფოკუსი გაკეთდება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმზე ევროკავშირთან და იმ პრიორიტეტული და პერსპექტიული საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალზე, რომელზეც ჩვენ აქცენტს გავაკეთებთ მომავალში, რათა კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირთან", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
ლიეტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიევში რუსეთის იერიშის შემდეგ ქვეყნის საელჩოს დაზიანების შესახებ განაცხადა
პოლიციამ ქურდული სამყაროს წევრობისთვის ძებნილი პირი მეტსახელად ფაიფურა დააკავეს
დაკავეს კაცი, რომელიც პენსიონერებს ატყუებდა და ფულს ითვისებდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
კიევზე ბალისტიკური რაკეტების იერიშის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)