|
2019-05-10 15:15:06, 1457 ნახვა
პოლიტიკა
ბახტაძე: ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი არ დგას - ამ მონაპოვარს პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ
ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი არ დგას , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნებას საქართველოს ყველა მოქალაქე დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს. „საფრანგეთი არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა და ჩვენი მნიშვნელოვანი, სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან არის ჩვენს გვერდით და მე საფრანგეთსა და ფრანგ ხალხს მინდა მადლობა გადავუხადო ძალიან სოლიდური მხარდაჭერისთვის, რასაც ისინი ახორცილებენ ყოველწლიურად. ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი - ევროპული ოჯახი. ამ გზაზე ასოცირების ხელშეკრულება და ვიზალიბერალიზაცია არის ორი ყველაზე დიდი მონაპოვარი, რომელსაც ჩვენ განსაკუთრებით ვუფრთხილდებით და, რა თქმა უნდა, საზოგადოების თითოეული წევრი, ჩვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხს. რაც შეეხება, თვითონ მინისტრის ვიზიტს ჩვენ ძალიან ფართო სპექტრი განვიხილეთ ჩვენი ურთიერთობების, ფაქტობრივად ყველა სფერო და მე ვფიქრობ, რომ ის გეგმები, რომელიც დავსახეთ უფრო მეტად გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ საქართველოსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობები გადავა ახალ ეტაპზე. ბუნებრივია იმ საშიშროებებზე, რომელზეც თქვენ საუბრობთ თვითონ ფრანგმა კოლეგამ გასცა ერთმნიშვნელოვანი პასუხი და საკითხი ბუნებრივია ასე არ დგას. ამას ჩვენ, თითოეულმა მოქალაქემ უნდა შევხედოთ სახელმწიფოერივი აზროვნებით. ეს არ არის ვინმეს მონაპოვარი, ეს არის საქართველოს მონაპაროვარი, ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესების ნაწილი და თითოეული მოქალაქე განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ამ მონაპოვარს“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
ლიეტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიევში რუსეთის იერიშის შემდეგ ქვეყნის საელჩოს დაზიანების შესახებ განაცხადა
პოლიციამ ქურდული სამყაროს წევრობისთვის ძებნილი პირი მეტსახელად ფაიფურა დააკავეს
დაკავეს კაცი, რომელიც პენსიონერებს ატყუებდა და ფულს ითვისებდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
კიევზე ბალისტიკური რაკეტების იერიშის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)