|
2019-05-10 14:43:11, 1439 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - დღეს დამტკიცდება კომისია, რომელიც დავით გარეჯის საკითხზე იმსჯელებს
აზერბაიჯანი არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა, ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები ერთმანეთისთვის და აქ ნებისმიერი გადაწყვეტილება იქნება მიღებული სწორედ ამ სულისკვეთებით“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე დავით გარეჯის მონასტრის საკითხზე საუბრისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღევანდელ მთავრობის სხდომაზე შეიქმება კომისია, რომელიც აღნიშნულ საკითხზე იმუშავებს. „დავით გარეჯის საკითხი, ეს არის ძალიან მგრძნობიარე თემა, როგორც ჩემთვის, ასევე ნებისმიერი ქართველისთვის და იცით, რომ მიმდინარეობს ინტენსიური კომუნიკაცია ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებთან და იცით, რომ მიღწეულია შეთანხმება. იქმნება კომისია, დღეს ჩვენ დავამტკიცებთ ამ კომისიას და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იქნება მისი ხელმძღვანელი. დაიწყება დიალოგი და მოლაპარაკებები აზერბაიჯანულ მხარესთან. იქაც გაკეთდება მსგავსი კომისია და მოგეხსენებათ, რომ შეთანხმება ითვალისწინებს ამ პერიოდის განმავლობაში ჩვეულებრივად იქნება წვდომა სამონასტრო კომპლექსის იმ მიმართულებებზე, სადაც არსებობდა არსებული პრაქტიკა. მე ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, აზერბაიჯანი არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა, ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები ერთმანეთისთვის და აქ ნებისმიერი გადაწყვეტილება იქნება მიღებული სწორედ ამ სულისკვეთებით“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
ლიეტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიევში რუსეთის იერიშის შემდეგ ქვეყნის საელჩოს დაზიანების შესახებ განაცხადა
პოლიციამ ქურდული სამყაროს წევრობისთვის ძებნილი პირი მეტსახელად ფაიფურა დააკავეს
დაკავეს კაცი, რომელიც პენსიონერებს ატყუებდა და ფულს ითვისებდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
კიევზე ბალისტიკური რაკეტების იერიშის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)