12:40 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-07 15:11:45, 1458 ნახვა

პოლიტიკა
ანდჟეი დუდა: პოლონეთი ევროკავშირსა და ნატოსკენ საქართველოს მისწრაფებებს მხარს უჭერს

პოლონეთის პრეზიდენტის ანდჟეი დუდას განცხადებით, პოლონეთი ყოველთვის იქნება საქართველოს მხარდამჭერი ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე.

რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, ანდჟეი დუდას თქმით, ის ყველა რეზოლუციას, რომელის საქართველოს ტეროტორიების დეოკუპაციას შეუწყობს ხელს, მიერ მიერ მხარდაჭერილი იქნება. 

"მოხარული ვარ, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით გვეწვია. ჩვენ განვიხილეთ არა მხოლოდ საქართველო-პოლონეთის ურთიერთობის გაღრმავების, არამედ ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივებიც. მე ვუთხარი პრეზიდენტს, რომ ამ კუთხით იმ პოლიტიკის გამგრძელებელი ვარ, რომელიც 2008 წელს ლეხ კაჩინსკიმ წამოიწყო. მაშინ, ლეხ კაჩინსკი სხვა პრეზიდენტებთან ერთად თბილისში დადგა და შეაჩერა რუსეთის აგრესია. ჩვენ მუდმივად ვუჭერდით, ვუჭერთ და მომავალშიც დავუჭერთ მხარს საქართველოს მისწრაფებებს ევროკავშირსა და ნატოსკენ. საქართველო არის ევროპის ნაწილი და საქართველოს გაწევრიანება ევროპულ ოჯახში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს ყოველთვის შეუძლია ჰქონდეს პოლონეთის იმედი", - განაცხადა პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ყირიმსა და სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ობიექტებზე თავდასხმები განხორციელა
აშშ ესპანეთის მთავრობას ევროპაში მასიური არალეგალური მიგრაციის ხელშეწყობაში ადანაშაულებს
CBS News: აშშ და ისრაელი ამზადებენ ფართომასშტაბიან თავდასხმებს ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე
ირანი იმუქრება აშშ-ს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმით, მორიგი თავდასხმის შემთხვევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics