13:48 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-26 17:38:58, 639 ნახვა

საზოგადოება
ტრეფიკინგის ფონდმა ტრეფიკინგთან და ძალადობასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია გამართა

ადამიანით ვაჭრობის, ტრეფიკინგის, მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდმა ოჯახში ძალადობისა და ადამიანით ვაჭრობის, ანუ ტრეფიკინგის კუთხით მეტროებთან და მის მიმდებარე ტერიტორიებთან საინფორმაციო კამპანია გამართა.

ფონდის თანამშრომლებმა მოსახლეობას  საინფორმაციო ბროშურები, მაისურები და ჩანთები დაურიგეს, რომლებზეც ტრეფიკინგისა და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით ცხელი ხაზის ნომრებია აღნიშნული.

„ტრეფიკინგის სახელმწიფო ფონდი პერმანენტულად ახორციელებს სხვადასხვა სახის საინფორმაციო კამპანიებს, როგორც ოჯახში ძალადობის,  ასევე ადამიანით ვაჭრობის, ანუ ტრეფიკინგის კუთხით. ჩვენი მიზანია, ქალაქის მასშტაბით, მოსახლეობას ორივე თემაზე მოკლე ინფორმაცია მივაწოდოთ. აქცენტი გვინდა გავაკეთოთ ცხელ ხაზზე, რომლებიც 24 საათიანია. მასზე დარეკვა ანონიმურია. როდესაც ადამიანი უცხოეთში სამუშაოდ ან სასწავლებლად აპირებს წასვლას, მას შეუძლია დარეკოს ცხელ ხაზზე, ჩვენს იურისტებთან კონსულტაცია გაიარონ. ასევე, ოჯახში ძალადობის კუთხითაც, ჩვენი იურისტები ამომწურავ პასუხებს გასცემენ“, – აღნიშნა „ექსპრენისუთან“ საუბარში ტრეფიკინგის ფონდის პრესსმდივანმა ქეთი ბეროშვილმა.

ამასთან, ფონდის იურისტის, ირაკლი ჭყონიას თქმით, ტრეფიკინგის ფონდმა, მსგავსი ტიპის აქცია სარფის გამშვებ პუნქტთან განახორციელა.

„იქ საზღვარია და ეს თემა ძალიან აქტუალურია. საინფორმაციო ბროშურები უცხოელებსაც დაურიგდათ. ზოგადად, ეს საინფორმაციო კამპანია უკვე ძალიან დიდი ხანია დაწყებულია.  ამ ეტაპზე როგორც ფლაერების,  ჩანთების და მაისურების დარიგება მიმდინარეობს, ასევე შეხვედრები იმართება თბილისისა და რეგიონების სკოლებში. იმერეთის რამოდენიმე სკოლაშიც ვიყავით, მისვლას ვგეგმავთ აჭარის საგანმანათლებლო დაწესებულებებში, შემდეგ სამცხე–ჯავახეთში. ეტაპობრივად, ვგეგმავთ, საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლა ავითვისოთ“, – აღნიშნა ჭყონიამ.

ოჯახში ძალადობის  ცხელი ხაზი  –  2 309 903

ტრეფიკინგის ცხელი ხაზი  – 2 100 229





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics