|
2019-05-02 14:40:42, 1373 ნახვა
პოლიტიკა
„პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატმა შს მინისტრს მიმართა, რომ ლგბტ თემს 17 მაისს მსვლელობაზე უარი ათქმევინოს
ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარემ, გიორგი ლომიამ შს მინისტრს გიორგი გახარიას მიმართა, რომ ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს ლგბტ თემს მსვლელობაზე უარი ათქმევინოს. ლომიას თქმით, ლგბტ თემის მსვლელობა ქვეყანაში ვნებათაღელვას გამოიწვევს. “ბოლო პერიოდში საპატრიარქოსა და პატრიარქის წინააღმდეგ შავი პიარ-კამპანიები მიმდინარეობს. ამის უკან არასამვრობო ორგანიზაციები, ცალკეული მოქალაქეები და სამწუხაროდ, მასმედიის საშუალებები დგანან. ამ ყველაფრისთვის ძალიან დიდი ფული იხარჯება. ძალიან ცუდია, რომ ვერ გამოავლინეთ თუ ვინ დგას ამ შავი პიარ-კამპანიის უკან. დღემდე ეს ადამიანები არ არიან გამოვლენილი და დასჯილნი. პატრიარქმა 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა. 17 მაისს ლგბტ საზოგადოების მსვლელობაა გამოცხადებული, რაც პრინციპში, საზოგადოების მეორე მხარესთან დაპირისპირებას გამოიწვევს. პოლიცია უნდა იყოს სიმშვიდის გარანტი და მინდა გთხოვოთ, რომ მედიატორის როლი ითამაშოთ ლგბტ საზოგადოებასა და მეორე მხარეს შორის. დაელაპარაკეთ ამ მსვლელობის ორგანიზატორებს, რომ უარი თქვან ამ მსვლელობაზე, რათა ამან ქვეყანაში ვნებათაღელვა არ გამოიწვიოს. გთხოვთ გამოუყოთ ადგილი, სადაც ისინი შეგროვდებიან, ოღონდ ის ადგილი, რომელსაც გამოუყოფთ, არ უნდა იყოს დაკავშირებული არც ქვეყნის გამარჯვებებთან და არც სიწმინდეებთან”, - განაცხადა ლომიამ.
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
კიევზე ბალისტიკური რაკეტების იერიშის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
კიევზე ბალისტიკური რაკეტების იერიშის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)