17:26 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-01 12:15:05, 1445 ნახვა

კომენტარი
კახა კალაძე: კრწანისის ტყე-პარკის განვითარება ჩვენი ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, კრწანისის ტყე-პარკის განვითარება ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 

როგორც დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, დღეს პრემიერ-მინისტრმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, საზოგადოებას ქალაქისთვის მეტად მნიშვნელოვანი პროექტი გააცნო, რომელიც კრწანისში ტყე-პარკის მოწყობას ითვალისწინებს.

„კრწანისის ტყე-პარკის განვითარება ჩვენი ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მწვანე სივრცეების ნაკლებობა გვაქვს, ასევე, გვაქვს ეკოლოგიური პრობლემები და რა თქმა უნდა, ასეთი ტერიტორიების ათვისება-გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, დღეს წარმოადგინეს გეგმა, თუ რა გაკეთდება ამ ტერიტორიაზე და როგორ განვითარდება კრწანისის ტყე-პარკი. მას აქვს ძალიან დიდი შესაძლებლობა, უზარმაზარი რესურსი. თბილისთან ახლოს არსებული ეს ტერიტორია უნდ გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ისეთი სივრცე მოვაწყოთ, სადაც ადამიანს სურვილი გაუჩნდება და შესაძლებლობა ექნება, ოჯახთან, შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად მივიდეს, გაერთოს და მწვანე სივრცეში დაისვენოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს, საზოგადოებას ბიომრავალფეროვნების აღდგენის პროგრამა წარუდგინეს, რომლის ფარგლებშიც, „ველური ბუნების ეროვნული სააგენტო“ იმუშავებს. სააგენტოს მთავარი ფუნქცია ბუნებაში ადგილობრივი ფლორისა და ფაუნის მონიტორინგი იქნება.

კრწანისის ტყე-პარკში განთავსდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორი სააგენტო: „გარემოსდაცვითი განათლებისა და ინფორმაციის ცენტრი“ და „ველური ბუნების ეროვნული სააგენტო“. აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული ტყის მოწყობისა და მოვლის სამუშაოები განხორციელდება და პარალელურად, „საქართველოს წითელ ნუსხაში“ შესული ხე-მცენარეები დაირგვება,  რომლებიც ეროვნულ საშენ მეურნეობაშია გამოყვანილი. ასევე, შეიქმნება უნიკალური ტყე-პარკი, სადაც წარმოდგენილი იქნება შავიზღვისპირეთიდან შირაქის ნახევარუდაბნოებამდე არსებული ხე-მცენარეები. აქვე მოეწყობა საქართველოს გარეულ ფრინველთა საშენი და მტკვრის აუზის იხტიოფაუნის თევზსაშენი.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics