|
2019-04-26 10:36:58, 1574 ნახვა
პოლიტიკა
შენგელია: ოპონენტებთან მიმართებაში დიდი უპირატესობით ვსარგებლობთ
"ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია ფაიფურში და რუხში დევნილებს შეხვდა. შეხვედრისას მან იმ საჭიროებებზე და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ხორციელდება. „რუხში მცხოვრებ ბავშვებს ექნებათ ახალი საბავშვო ბაღი, რომლის მშენებლობაც დაიწყება 2019 წელს და უახლოეს მომავალში ისინი ივლიან კეთილმოწყობილ და თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ საბავშვო ბაღში. ასევე, იხსნება მრავალპროფილური საავადმყოფო, რომლის სამშენებლო სამუშაოები ბოლო ფაზაშია შესული, რის შემდეგაც მოხდება მისი აღჭურვა და სამუშაო რეჟიმზე გადაყვანა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რუხში ეწყობა საგზაო ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა გიორგი შენგელიამ. მერობის კანდიდატმა შეხვედრები გამართა ასევე, ნაწულუკუსა და რიყეს მოსახლეობასთან, რომლებსაც ის გეგმები და ინფრასტრუქტურული პროექტები წარუდგინა, რაც გიორგი შენგელიას მერად არჩევის შემდეგ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში განხორციელდება. „ჩვენ, ასევე, შევხვდით ნაწულუკუსა და რიყეს მოსახლეობას. ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რაც მათ დიდი ხანია აწუხებთ. წარვუდგინეთ ის გეგმები და პრიორიტეტები, რასაც ვთავაზობთ ჩვენს მოსახლეობას. ჩვენ ოპონენტებთან მიმართებაში დიდი უპირატესობით ვსარგებლობთ. ცენტრალური ხელისუფლების თანადგომით, მუნიციპალიტეტის კეთილმოსაწყობად შეგვიძლია არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელოთ“, - აღნიშნა გიორგი შენგელიამ.
(NS)
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)