|
2019-04-25 13:57:22, 1421 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ ჭიაბერაშვილმა, გიგა ბოკერიამ და ლელა ქებურიამ დაგროვებითი საპენსიო სისტემა დატოვეს
„მე ვერ ვანდობ ჩემს ფულს ისეთ კორუმპირებულ და მფალნგველ მთავრობას, როგორიც არის „ქართული ოცნების“ მთავრობა“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა. „ევროპული საქართველოს“ წევრებმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, გიგა ბოკერიამ და ლელა ქებურიამ დაგროვებითი საპენსიო სისტემა დატოვეს. როგორც დეპუტატებმა განაცხადეს, ისინი არ ენდობიან აღნიშნულ სისტემას და ამიტომ, შესაბამისი გადაწყვეტილებაც სწორედ მიიღეს „მე ვერ ვანდობ ჩემს ფულს ისეთ კორუმპირებულ და მფალნგველ მთავრობას როგორიც არის „ქართული ოცნების“ მთავრობა იდეალური მთავრობაც რომ იყოს თვითონ ეს სქემა არის მანკიერი და არ იძლევა ღირსეულ სიბერეს. შეუძლებელია, რომ ამ ტიპის დანაზოგებით ადამიანებმა უზრუნველყონ თავიანთი ღირსეული სიბერე. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი რომ „ევროპული საქართველოს“ მოდელი იქნას გაზიარებული, რაც გულისხმობს რომ საპენიო დანაზოგებზე გადმოვიდეს საშემოსავლო გადასახადის ნაწილი, რომელიც მთავრობას მიაქვს ბიუჯეტში იმ შემთხვევაში თუ ადამიანი ნებაყოფლობით ჩაერთვება მასში. მე „ქართული ოცნების“ ხაფანგიდან დღეს გამოვედი, მაგრამ 40 წელს ქვემოთ ადამიანებს ეს არ შეუძლიათ", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)