|
2019-04-23 13:49:10, 1506 ნახვა
პოლიტიკა
ჩუგოშვილი: პოლიციელებზე თავდასხმა დაუშვებელია - ძალის გამოყენებაზე ექსკლუზივი სახელმწიფოს აქვს
არც ერთ შემთხვევაში ასეთი ტიპის შეტაკებების მოწყობა გამართლებული არ არის, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა პანკისში მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა. როგორც ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, პოლიციელებზე თავდასხმა დაუშვებელია. „პირველ რიგში, ძალიან სამწუხარო იყო ის ესკალაცია, რომელიც ვნახეთ. ამ საკითხს რამდენიმე სახე მხარე აქვს. პოლიციელებზე თავდასხმა არის დაუშვებელი. არც ერთი არგუმენტით ეს გამართლებული არ შეიძლება იყოს. რაც ჩვენ ვნახეთ, პოლიციელებზე თავდასხმა, განადგურება მათი ქონების, მათი ჯანმრთელობის დაზიანება, ეს არის ყოვლად დაუშვებელი და ამას არ შეიძლება გამართლება ჰქონდეს. ძალის გადამეტება არ ყოფილა. ფიზიკურად იქ ყოფნა ძალის გადამეტება არ არის. არც ერთ შემთხვევაში ასეთი ტიპის შეტაკებების მოწყობა გამართლებული არ არის. ძალის გამოყენებაზე ექსკლუზივი აქვს სახელმწიფოს“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)