|
2019-04-19 17:16:29, 1413 ნახვა
პოლიტიკა
გიგი წერეთელი უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას უხელმძღვანელებს
საქართველოს პარალამენტის წევრი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, გიგი წერეთელი უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების სპეციალურ კოორდინატორად დაინიშნა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სადამკვირვებლო მისია ეუთოს, ევროსაბჭოს, ნატოს და ევროპარლამენტის დელეგაციებს აერთიანებს. მისიის ხელმძღვანელად გიგი წერეთლის დანიშვნის გადაწყვეტილება ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, მიროსლავ ლაიჩეკმა მიიღო. ,,უკრაინის არჩევნების მეორე ტურის მაღალი სტანდარტით ჩატარებას დიდი მნიშვნელობა აქვს უპირველეს ყოვლისა უკრაინელი ხალხისათვის, ნდობის ასამაღლებლად ახალი არჩეული პრეზიდენტისადმი და ზოგადად ხელისუფლებისადმი. ასევე ქვეყნის თავდაცვისა და რეფორმების განსახორციელებლად საერთაშორისო მხარდაჭერის გაძლიერებისათვის. ეს არჩევნები არაორდინარულ ვითარებაში იმართება, რაც განპირობებულია რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიითა და ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ცხელი კონფლიქტით. ამიტომ არსებული გამოწვევების დასაძლევად, არჩევნების მაღალი სტანდარტით ჩატარება, უკეთეს პირობებს შექმნის", - განაცხადა გიგი წერეთელმა. უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს ეუთოს 500-ზე მეტი დამკვირვებელი გაუწევს მონიტორინგს. ისინი სხვა აკრედიტებულ ორგანიზაციებთან ერთად, ქვეყნის უმეტეს რეგიონებში საარჩევნო პროცესს დააკვირდებიან. სადამკვირვებლო მისია საზოგადოებას არჩევნების შეფასების დასკვნას, 22 აპრილს სპეციალურ ბრიფინგზე გააცნობს, რომელსაც გიგი წერეთელი, როგორც სპეციალური კოორდინატორი, გაუძღვება.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)