|
2019-04-19 14:37:52, 2181 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - გვაქვს კონკრეტული ხედვა, დავალებები და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ნდობა გავამართლო
„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, სათავეში ჩავუდგე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ეს ის უწყებაა, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობ, ეს არის სამინისტრო, სადაც მაღალი რანგის პროფესიონალები არიან დასაქმებულები. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა, გვაქვს კონკრეტული დავალებები, კონკრეტულ ვადებში შესასრულებელი საქმეები და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემდამი გამოცხადებული მაღალი ნდობა გავამართლო", - ეს განცხადება ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, სადაც პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ის საზოგადოებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის რანგში წარუდგინა. „ნათია თურნავასთან მე მაკავშირებს ერთობლივი მუშაობის მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება. როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში ნათია არის ძალიან მაღალი კლასის პროფესიონალი, ძალიან სერიოზული გამოცდილებით. ჩვენ ახლა გვჭირდება ძალიან სწრაფი გადაწყვეტილებები, ჩვენ გვჭირდება გადაწყვეტილებების მიღება ოპერატიულ რეჟიმში, რომელიც ემსახურება ჩვენი საზოგადოების ინტერესებს, ჩვენი მეწარმეების ინტერესებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ნათია აუცილებლად წარმატებით გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას. ნათიას აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა და მე დარწმუნებული ვარ, ის წარმატებით გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას“, - განაცხადა პრემიერმა. ნათია თურნავამ საქართველოს პრემიერ მინისტრს მადლობა გადაუხადა მისდამი გამოცხადებული ნდობისთვის. „მსურს ასევე მადლობა გადავუხადო ბატონ გიორგი ქობულიას ხანმოკლე, მაგრამ ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, რაც ჩვენს შორის შედგა ეკონომიკის სამინისტროში" - განაცხადა ნათია თურნავამ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე გიორგი ქობულია ნათია თურნავამ შეცვალა, რომელიც მანამდე მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. შესაბამის ბრძანებას პრემიერმა ხელი 18 აპრილს მოაწერა.
(NS)
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)