|
2019-04-18 16:59:55, 1581 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია „უმრავლესობას“: ჩამოაყალიბეთ პოზიცია ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე - მტრული და სულელურია?!
ვენეციის კომისიაზე საბოლოოდ ჩამოაყალიბეთ პოზიცია? მტრული და სულელურია?! - ამ სიტყვებით „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა. როგორც დეპუტატმა განაცხადა, მმართველ გუნდს ვენეციის კომისიის, ეუთო-სა და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებთან დაკავშირებით სხვადასხვაგვარი რეაქციები ჰქონდა. „საბოლოოდ ჩამოაყალიბეთ პოზიცია? იმიტომ რომ ძალიან დიდი ტრაექტორია გაიარა თქვენმა პოზიციამ ვენეციის კომისიის, ეუთოს და ზოგადად, გარე ექსპერტების რეკომენდაციებთან დაკავშირებით. თავიდან იყო პოზიცია, ბატონმა კობახიძემ ბრძანა, რომ კონსტიტუციას რაც არ ეწინააღმდეგება, ყველაფერს გავითვალისწინებთო. მერე, როცა დასკვნა მოვიდა, იყო პიარ მცდელობა - ბრწყინვალე დასკვნაა, ოპონენტებს ხმა ჩააგდებინა ვენეციის კომისიამო. მერე იყო გააზრება და უკვე წუხილი, რომ წინა ხელისუფლებამ, ოპოზიციამ და NGO-ებმა შეცდომაში შეიყვანეს ვენეციის კომისიაო. ერთ-ერთ შეხვედრაზე მაღალი თანამდებობის პირმა ისიც კი თქვა, ვენეციის კომისია ჯიბეში ჰყავდა ჩასმული წინა ხელისუფლებასო. ანუ გაბრაზდით. ახლა დალაგდით და იძახით, რომ ითვალისწინებთ ამ ყველაფერს. საბოლოოდ, იქნებ გვითხრათ, რა არის თქვენი დამოკიდებულება რეკომენდაციების მიმართ - ეს მტრული რეკომენდაციებია, სულელური, ანტიკონსტიტუციურს არ ითვალისწინებთ მხოლოდ თუ არა. და კერძოდ, რა არის ანტიკონსტიტუციური საკვალიფიკაციო გამოცდების გაუქმებაში, თუ ეს ტესტი გქონდათ“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)