|
2019-04-17 15:19:48, 1365 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოსა და კვიპროსს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებები გაფორმდა
საქართველოში კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ნიკოს ანასტასიადის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და კვიპროსის რესპუბლიკას შორის ჯანდაცვის და მედიცინის, ინფორმაციის გაცვლის, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სფეროებში თანამშრომლობის მიზნით ხელშეკრულებები გაფორმდა. შეთანხმებას და დოკუმენტებს საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ლევან დავითაშვილმა, ხოლო კვიპროსის რესპუბლიკის მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოს კრისტოდოულიდესმა. დავით ზალკალიანმა კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს ისტორიული უწოდა და აღნიშნა, რომ ეს საქართველო- კვიპროსის ურთიერთობებს ახალ დონეზე გადაიყვანს: „პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ მართლაც ისტორიული ვიზიტია დამოუკიდებლობის ისტორიაში, ეს არის პირველი ვიზიტი კვიპროსის პრეზიდენტის და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ, კვიპროსი არის საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ჩვენი ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერი, ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ყველა საერთაშორისო ფორუმში და ფორმატის ფარგლებში და დარწმუნებული ვარ, რომ უახლოესი ღონისძიებები რაც დაგეგმილია იგივე აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალი, იქაც გვექნება კვიპროსის მტკიცე მხარდაჭერა“, - განაცხადა მინისტრმა. აღსანიშნავია, რომ კვიპროსის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და კვიპროსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში.
(NS)
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)