19:48 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-17 12:38:01, 1957 ნახვა

კომენტარი
ბესელია ვენეციის კომისიის დასკვნაზე: ის რაც არ არის გაკრიტიკებული, მხოლოდ კანონპროექტის სათაურია

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას განცხადებით, ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხს ეხება, იმაზე მეტად კრიტიკულია, ვიდრე ამას თვითონ მოელოდა.

ბესელიას თქმით, ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია დასკვნას გაეცნოს და ნახოვს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მომზადებული კანონპროექტი კრიტიკის "ქარცეცხლშია" გატარებული.  

"ვენეციის კომისიის მიერ მომზადებული დასკვნა და რეკომენდაციები უკვე მომზადებული და გასაჯაროებულია, ყველა ის ადამიანი, ვინც ამბობს, რომ დასკვნა არის დადებითი მმართველი პარტიის მიერ წარმოდგენილი პროექტისთვის, ცრუობს ან საკუთარ თავს იტყუებს, დასკვნა საჯაროა და ყველას შეუძლია, ნახოს, არის უმძიმესი, უმკაცრესი, ძალიან კრიტიკული შეფასებები. ის რაც არ არის გაკრიტიკებული, არის მხოლოდ კანონპროექტის სათაური, ყველაფერი დანარჩენი კრიტიკის ქარცეცხლშია გატარებული. დარჩენილია მარტო კანონპროექტის ყდა, სხვა შინაარსობრივი ნაწილი პრინციპების დონეზე არ შეესაბამება იმ სტანდარტებს, რომლებსაც უნდა შეესაბამებოდეს ეს კანონპროექტი", - განაცხადა ეკა ბესელიამ. 

ცნობისთვის, ვენეციის კომისიამ მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით რეკომენდაციები გუშინ გამოაქვეყნდა





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics