|
2019-04-15 12:30:56, 1263 ნახვა
პოლიტიკა
ოხანაშვილი: ბოკერია სასამართლო სისტემასა და NGO-ების ინტერესებს რომ იცავს აბსურდი და ნონსენსია
„უკაცრავად, რა შეძახილებია? ცოტა თავი გააკონტროლეთ ძალიან გთხოვთ და გააცნობიერეთ, სად იმყოფებით! – ასე მიმართა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებმაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ პროტესტი ტაშითა და შეძახილებით გამოხატეს. ოხანაშვილმა ასევე „ევროპული საქართველოს“ წევრ გიგა ბოკერიას მიმართა და განაცხადა, რომ ის რომ ბოკერია არასამთავრობო სექტორის დამცველია, აბსურდი და ნონსენსია. „უკაცრავად, რა შეძახილებია? ცოტა თავი გააკონტროლეთ ძალიან გთხოვთ და გააცნობიერეთ, სად იმყოფებით. თუ ვინმეს იმისი უნარი არა გაქვთ, აქ შეძახილებისა და ტაშების გარეშე ისხდეთ, მაშინ გაბრძანდით და იქ დაუკარით, სადაც შეგიძლიათ ტაშიც და შეძახილებიც. არ არის სწორი საქციელი. ბატონი გიგა ბოკერია არასამთავრობოების ინტერესებს რომ იცავს, ეს კიდევ ახალი მოვლენაა. ბატონ გიგას რომ გაეღვიძა დღეს და სასამართლო სისტემის დამცავია, ეს არის აბსურდი და ნონსენსი. თქვენ თავს აძლევთ იმის უფლებას, რომ სასამართლო სისტემის დაცვაზე გვესაუბროთ. კარგით, დამშვიდდით, დაწყნარდით. ვიცი, რომ თქვენ გინდათ, ეს პროცესი გაიწელოს. რა თქმა უნდა, საზოგადოებამ რომ იცოდეს, თქვენ შინაარსობრივი საკითხები არ გაქვთ და თუ გაქვთ, დავსხდეთ, გამოვალ აქ ტრიბუნასთან, ვისაუბროთ და გამოჩნდება, რა არგუმენტები გაქვთ და როგორი წონადია თქვენი არგუმენტები. საზოგადოება გადაწყვეტს მერე ამას და მოდით, ნუ გაურბიხართ ამ დებატს“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)