|
2019-04-15 11:37:06, 1462 ნახვა
პოლიტიკა
„რა გგონიათ, ვენეციის კომისიის დასკვნას თუ არ გაითვალისწინებთ, კომისიის წევრები წმინდა მარკოსის მოედანზე თავს დაიწვავენ?!“
გგონიათ, ვენეციის კომისიის დასკვნას თუ არ გაითვალისწინებთ, კომისიის რომელიმე წევრი წმინდა მარკოსის მოედანზე თავს დაიწვავს? - ამ სიტყვებით ენმ-ს წევრმა სალომე სამადაშვილმა „ქართული ოცნების“ დეპუტატებს მიმართა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე მსჯელობენ. დეპუტატის თქმით, უმრავლესობამ ვენეციის კომისია ფორმალურად მოიწვია და მისი დასკვნის გაზიარებას, არ აპირებს. „თქვენი კანონპროექტის წინააღმდეგ არსებობს სრული საზოგადოებრივი კონსენსუსი, რომ ეს კანონპროექტი დააკანონებს ქვეყანაში ძალიან დიდი ხნით „მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს“. მაინტერესებს პოლიტიკური გადარჩენის ინსტინქტი მაინც არ გაქვთ, რომ ამ საზოგადოებრივი კონსენსუსის წინააღმდეგ დღეს ფორსირებულად გვაიძულებთ ვენეციის კომისიის დასკვნასაც არ დაველოდოთ და ისე მივიღოთ კომიტეტზე ეს კანონპროექტი. რას მოელით, რომ ვენეციის კომისია რას გააკეთებს? მათ დასკვნას თუ არ გაითვალისწინებთ რომელიმე ვენეციის კომისიის წევრი წმინდა მარკოსის მოედანზე თავს დაიწვავს? ჩამოვიდა ეს ხალხი, გითხრათ რომ ფორმალობა არის აქ ჩვენი მოწვევა, რადგან ჩანიშნული გაქვთ შემდეგი მოსმენები არ გაინტერესებთ ჩვენი აზრიო და დღეს ამას კიდევ ერთხელ ამტკიცებთ“, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)