00:51 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-13 15:59:26, 2337 ნახვა

ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

განათლების სექტორში დაგეგმილი რეფორმის მნიშვნელობაზე გამახვილდა ყურადღება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, სინტია ჰუგერსა (Cynthia Huger) და საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს შორის გამართულ შეხვედრაზე. 

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ათასწლეულის გამოწვევის მეორე კომპაქტი აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მნიშვნელოვანი პროგრამაა, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში განათლების სექტორის, ადამიანური კაპიტალის განვითარებასა და ამ გზით ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფას.

ივანე მაჭავარიანმა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ, რომლის მიხედვითაც, ეტაპობრივად გაიზრდება განათლების სფეროზე დახარჯული სახსრები და 2022 წლიდან, ქვეყნის მშპ-ს 6 პროცენტი ყოველთვის მიიმართება აღნიშნული სექტორის  დაფინანსებაზე.  მისი თქმით, აღნიშნული თანხა და ინვესტიციები განათლების სექტორის ხუთივე დონეს - სკოლამდელ, საშუალო, პროფესიულ, უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებას მოხმარდება.

შეხვედრაზე განხილული იქნა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქმიანობა საქართველოში და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივა. ხაზი გაესვა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივი პარტნიორობის მნიშვნელობას.

 მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ კორპორაციის მიერ განხორციელებული პროგრამები, გაზრდის საქართველოს სტაბილურობასა და კეთილდღეობას,  დააჩქარებს ქვეყნის წინსვლას ევროატლანტიკური სივრცისკენ მიმავალ გზაზე.

 

 

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics