|
2019-04-11 09:12:31, 1530 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: საქართველოს აუცილებლად ექნება ღრმაწყლოვანი პორტი, ეს ჩვენს სასიცოცხლო ინტერესებშია
საქართველოს აუცილებლად ექნება ღრმაწყლოვანი პორტი, ეს არის ჩვენს სასიცოცხლო ინტერესებში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით განუცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობა სრულ მხარდაჭერას უცხადებს ანაკლიის პროექტს და მისთვის პრიორიტეტია, რომ კერძო სექტორმა შეძლოს ამ პროექტის რეალიზაცია. „პირადად მე ძალიან დიდი დრო მაქვს დახარჯული მოლაპარაკებებში, რომ ეს პროექტი შემდგარიყო. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ამ პროექტს. ჩვენი პრიორიტეტი გახლავთ სწორედ ის, რომ კერძო სექტორმა შეძლოს ამ პროექტის რეალიზაცია. ამასთან ერთად, მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ საქართველოს აუცილებლად ექნება ღრმაწყლოვანი პორტი. ეს ჩვენს სასიცოცხლო ინტერესებშია", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)