23:41 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-05 15:23:28, 2086 ნახვა

ეკონომიკა
გვენეტაძე - ხაზარაძე და ჯაფარიძე ხშირად ამბობენ, რომ ბანკი წაართვეს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება

„ეროვნული ბანკის საქმიანობისათვის ხელის შეშლის მცდელობა, მათ შორის საქმის ძირითადი არსის გადაფარვის მცდელობით და არასწორი ინფორმაციების გავრცელების მცდელობით, არანორმალური პროცესია“, - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტში, „თიბისის“ საქმეზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „თიბისი“ ბანკის დამფუძნებლების საუბარი იმაზე, რომ მათ ბანკი „წაართვეს“, სიმართლეს არ შეესაბამება.

„ეროვნული ბანკის საქმიანობისათვის ხელის შეშლის მცდელობა, მათ შორის საქმის ძირითადი არსის გადაფარვის მცდელობით და არასწორი ინფორმაციების გავრცელების მცდელობით, არანორმალური პროცესია. მიუხედავად იმისა, რომ ბატონი ბადრი და ბატონი მამუკა ხშირად ამბობენ, რომ თითქოს მათ ბანკი წაართვეს, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. დამფუძნებელი აქციონერების წილები ბანკში არის უცვლელი, მათი თანამდებობები ბანკის მშობელ კომპანიაში, TBC BANK PLC საბჭოში ასევე უცვლელია, მათ კვლავ აქვთ ბანკის სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე გავლენა. ეროვნული ბანკის საზედამხედველო ზომის ძირითადი მიზანი კი აქციონერების ბანკის საოპერაციო საქმიანობიდან დისტანცირება იყო, რაც საუკეთესო კორპორაციული მართივს ერთადერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპია“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics