11:23 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-23 18:51:39, 534 ნახვა

პოლიტიკა
დიმიტრი შაშკინი: პირველი ისტერიკა, რაც საქართველოს ხელისუფლებას დაემართა, PUMA-ს ტიპის ვერტმფრენები იყო

"პირველი ისტერიკა, რაც დაემართა საქართველოს ხელისუფლებას, იყო  სწორედ ფრანგული წარმოების PUMA-ს ტიპის ვერტმფრენები",-ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა განაცხადა.
მისივე თქმით, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ PUMA-ს ტიპის ვერტმფრენები  კრედიტში იყიდეს და მათ  მფრინავების, ელექტრიკოსებისა და მექანიკოსების გადამზადების პაკეტი მოჰყვებოდა.
"პირველი ისტერიკა, რაც დაემართა ახალ ხელისუფლებას, როდესაც თავდაცვის სამინისტროში შევიდნენ, იყო ზუსტად ეს ვერტმფრენები, როცა დაინახეს ფრანგული წარმოების ვერტმფრენები.საუბარი იყო, რომ რატომ არის ასეთი ფუფუნების ვერტმფრენები საქართველოში.ეს იგივეა, რომ შეადაროთ "ნივა" და "ჰამერი" ახალი მანქნანა ამერიკული წარმოების. ამიტომ იყო ჩამოყვანილი ეს "სუპერ პუმები", რომელიც ჩვენ ვიყიდეთ კრედიტში.ამ 4 ვერტმფრენს მოყვებოდა პაკეტები - მფრინავების, ელექტრიკოსების და მექანიკოსების გადამზადება. ახალმა მთავრობამ ეს პაკეტი გააჩერა, ანუ ის ხალხი, რომელიც ამ ვერტმფრენებს უნდა მოემსახუროს, ჩვენ ახლა არ გვყავს",-აღნიშნა დიმიტრი შაშკინმა "კურიერთან" საუბრისას.
თავდაცვის უწყების ყოფილი ხელმძღვანელის ინფორმაციით, PUMA-ს ტიპის ვერტმფრენებს  შეუძლია ღამით, წყლიდან, მაღალი მთიდან ადამიანების ევაკუაცია და სამაშველო ღონისძიებებისთვის ეს ვერტმფრენები ძალიან მნიშვნელოვანია. შაშკინის განცხადებით,  ხელისუფლებამ იმთავითვე იცოდა, რომ  ხსენებულ ვერმტფრენებს ვერ გაყიდდა. "რუსთავი2"-თან საუბარში შაშკინი ამბობს, რომ ისინი  შეიცავდა სახელმწიფო საიდუმლოებას, მათ შორის, საფრანგეთის სახელმწიფოსასაც. 
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დღეს განაცხადა, რომ PUMA-ს ტიპის ფრანგული ვერტმფრენები მის უწყებას გადაეცემა. გომელაურის თქმით, ამ საკითხზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ახლა შსს-სა და ეკონომიკის სამინისტროს შორის ვერტმფრენების გადასაცემად შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]
უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაბომბა, რომელიც მოსკოვს საწვავით ამარაგებს
ბაქოს შემდეგ, ურსულა ფონ დერ ლაიენი ერევანში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics