|
2019-04-04 18:53:45, 1464 ნახვა
კომენტარი
იზორია: საზოგადოების ფართო ჩართულობა და უწყებათაშორისი თანამშრომლობის მაღალი კოორდინაცია და ტოტალური თავდაცვის მნიშვნელოვანი მახასიათებელია
„ტოტალური თავდაცვის კონცეფცია გულისხმობს, რომ საქართველოს თავდაცვა არ არის მხოლოდ თავდაცვის უწყების საქმე, არამედ ყველა უწყებისა და მთელი საზოგადოების პასუხისგმებლობა, ამიტომ, საზოგადოების ფართო ჩართულობა, უწყებათაშორისი თანამშრომლობის მაღალი კოორდინაცია და თანამონაწილეობის მაღალი ხარისხი არის ტოტალური თავდაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სესიაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „გასულ წელს მთავარი სტრატეგიული პარტნიორების თანამონაწილეობით პირველად ჩავატარეთ უწყებათაშორისი სწავლება, სწორედ ტოტალური თავდაცვის პრინციპის საფუძველზე, სადაც პირველად მონაწილეობდა ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური ლიდერი - პრემიერ-მინისტრი. ეს არის კონკრეტული მაგალითი, თუ როგორ უნდა იყვნენ პოლიტიკური ლიდერები ჩართულნი სწავლებებში იმისთვის, რომ მათი მზადყოფნის ხარისხი კრიზისის თუ ომის შემთხვევაში იყოს სათანადო. ჩვენი პოლიტიკა ნატოს მიერ გაჟღერებულ შეკავებისა და თავდაცვის პრინციპებთან აბსოლუტურ თანხვედრაშია, შესაბამისად, ტოტალური თავდაცვის ჩვენეული კონცეფცია ეფუძნება, სწორედ, ამ ორ პრინციპს - თავდაცვისა და შეკავების პრინციპს. შეკავება ნიშნავს ორი კომპონენტის, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო კომპონენტის ერთობლიობას, ანუ ისეთი გარემოსა და მზადყოფნის ისეთი ხარისხის შექმნას, რომ პოტენციურ მოწინააღმდეგეს ჰქონდეს იმის განცდა, რომ შეტევის შემთხვევაში მას ეს ნაბიჯი ძვირად დაუჯდება როგორც პოლიტიკურად, ისე სამხედრო თვალსაზრისით. პოლიტიკური მხარდაჭერა კი, მათ შორის, საერთაშორისო მხარდაჭერაზეა დამოკიდებული, ამიტომ ტოტალური თავდაცვის კონცეფციის ერთ-ერთი ძირითადი საყრდენი, ამ ორ პრინციპთან ერთად, არის გააქტიურებული საერთაშორისო თანამშრომლობა. ყველაფერი რასაც ვაკეთებთ, იქნება ეს მრავალეროვნული სწავლებები, მეტი სტრატეგიული თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან თუ ნატო-საქართველოს სწავლებები, არის, სწორედ, ამ ერთ-ერთი ძირითადი პოლიტიკური კომპონენტის განმტკიცება შეკავების პრინციპის ფარგლებში. იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო აგრესია განხორციელდება, გვაქვს კონკრეტულად გაწერილი თავდაცვის გეგმა თავისი სტადიებით, რომელიც უზრუნველყოფს მოწინააღმდეგის მაქსიმალურად შეჩერებას და სტაბილურობის უზრუნველყოფას ქვეყანაში“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. მისივე თქმით, ტოტალური თავდაცვის სხვა ძირითადი კომპონენტები, სამხედრო თავდაცვასთან ერთად, არის ეკონომიკური უსაფრთხოება, საინფორმაციო-ფსიქოლოგიური უსაფრთხოება და ეკონომიკური თავდაცვა.
(NS)
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)