|
2019-04-04 11:23:33, 1347 ნახვა
პოლიტიკა
ზალკალიანი - როდესაც ნატო მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, საქართველო ამ მომენტისთვის მზად იქნება
აშშ - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს, აშშ-ის გერმანიის მარშალის ფონდისა და მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის მიერ თანაორგანიზებულ ღონისძიებაში „NATO Engages: The Alliance at 70 Years", საქართველოს ნატოში ინტეგრაციისა და თავდაცვის და უსაფრთხოების კუთხით მიღწეულ შედეგებზე და მოლოდინებზე იასუბრა. დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ იმ ეტაპზე, როცა შესაძლებელი იქნება ნატო-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებები ითარგმნოს პრაქტიკულ განზომილებაში, საქართველო იქნება მზად, რათა წინ წავიდეს ინტეგრაციის პროცესში: „ ჩვენ ვანვითარებთ ძალიან მჭიდრო ორმხრივ თანამშრომლობას ალიანსის წევრებთან და ჩვენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორთან ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან უპრეცედენტოდ მაღალია, ვთანამშროლებთ თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობას და მდგრადობას. ჩვენ ასევე ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საფრანგეთსა და გერმანიასთან და ალიანსის სხვა წევრ ქვეყნებთან და ვიმედოვნებ, რომ ეს ყველაფერი კიდევ უფრო გვაახლოვებს ნატოში გაწევრიანებასთან და გვამზადებს იმ მომენტისთვის, როცა იქნება მიღებული პოლიტიკური გადაწვეტილება ალიანსის მხრიდან“, - განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ნატოს დაარსებიდან საიუბილეო, 70-ე წლისთავზე გამართული საგარეო საქმეთა მინისტერიალის პარალელურ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს. საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკა წარმოადგენს ალიანსის მხრიდან საქართველოს აღიარების მორიგ დემონსტრირებას და ნათელი დასტურია იმისა, რომ საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ალიანსის პოლიტიკურ დღის წესრიგში: „საქართველოში ჩატარებული წვრთნები და მასში ალიანსის და პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობა, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მნიშვნელობას, რასაც ნატო ანიჭებს საქართველოსთან თანამშრომლობას. საქართველოს უკვე აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ალიანსში წევრობისთვის. წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის გახსნა, ასევე თანამშრომლობის სხვა მიმართულებები, კერძოდ შავი ზღვის უსაფრთოხების კუთხით, სამხედრო წვრთნების თვალსაზრისით და სხვა, ეს ყოველივე უზრუნველყოფს რომ ნატო კიდევ უფრო ფართოდ იყოს წარმოდგენილი საქართველოში", - განაცხადა დავით ზალკალინმა.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)