|
2019-03-28 01:54:53, 1459 ნახვა
პოლიტიკა
აქტივისტებმა თეატრში მისულ პრემიერს და პრეზიდენტს პროკლამაციები გადააყარა
"ამხანაგებო, ბათუმი საფრთხეშია! ვერაგი მთავრობა თავისი ცემენტიანი ხელებით ეპოტინება ბათუმს, მაგრამ ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს ქალაქს! ქუდზე კაცი და კოლგოტზე ქალი, ძველი ბათუმის დასაცავად!" - ამ შინაარსის პროკლამაციები სტუდენტმა ბათუმის დრამატული თეატრის მესამე იარუსიდან გადმოყარა, სადაც საპრემიერო ჩვენებას პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. "ჩვენი ქალაქი არის საფრთხეში, ქაოსური განაშენიანებით და ძველი ბათუმისთვის საფრთხის შექმნით. ამ ქაოსურად განაშენიანებულ ქალაქში შეუძლებელია იყო ბედნიერი, არაფერი კეთდება ჩვენთვის, მოქალაქეებისთვის. ისტორიული ზონაც თუ არ დაზარალებულა, მალე დაემუქრება საფრთხე. ისტორიული ზონის დამტკიცებასაც ვერ ვეღირსეთ, მე შევეცადე ყველა ფორმით მიმეწვდინა ხმა და მეთქვა მათთვის ჩვენი სათქმელი, თუ რა გვაწუხებს მოქალაქეებს" - განაცხადა მარიამ მუთიძემ.
აქცია-პერფომანსს გამოეხმაურა სპექტაკლზე მყოფი პარლამენტის წევრი. მარიამ ჯაში აცხადებს, რომ სიტყვის გამოხატვისა და მოქალაქის პოზიციის დაფიქდირების საინტერესო გამოხატვის ფორმა იყო. "ჩვენ ვიხილეთ ძალიან საინტერესო საპროტესტო აქცია, სპექტაკლის დასრულების შემდგომ. ბათუმი აგრძელებს ინოვაციურ მიდგომებს სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით, ყველა მოქალაქის მოსაზრებაა გასათავლისწინებელი". ძველი ბათუმის დაცვის ზონის ამოქმედებას მოქალაქეები, საინიციატივო ჯგუფი "დაიცავი ძველი ბათუმი" და საზოგადოება "ბათომი" 2016 წლიდან ითხოვენ, ბოლო პერიოდში კი გამოსვლები და აქციები ინტენსიური გახდა.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)