|
2019-03-25 15:27:58, 1386 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე: შალვა შავგულიძის ბოლო გადაწყვეტილება არაფერში ჯდება
„შალვა შავგულიძის ბოლო გადაწყვეტილება არაფერში არ ჯდება“, - ასე შეაფასა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერის შალვა შავგულიძის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები, რომლის მიხედვითაც იგი მთაწმინდაზე შუალედურ არჩევნებში „ევროპული საქართველოს“ და თავისუფალი დემოკრატების კანდიდატია. „მე ძალიან მიჭირს ბატონ შალვაზე საუბარი, იმიტომ რომ ჩემი კოლეგა იყო, გაცილებით ადრე ვიცნობდი. იგი ერთ-ერთი პოლიტიკოსია, რომელსაც ძალიან დიდი ხანია ვიცნობ. მე, როგორც გამომძიებელმა 2003 თუ 2004 წელს გავიცანი ის, როგორც ადვოკატი და ძალიან დიდი პატივისცემით (ვართ) ერთმანეთის მიმართ . თუმცა, მის ბოლო გადაწყვეტილება, მე მგონია, რბილად რომ ვთქვათ არაფერში ჯდება. როდესაც შალვა შავგულიძე გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე გამოჩნდა, მანამდე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ შტოსთან გარიგდა თუ გაერთიანდა, მისგან ეს წარმოუდგენლად მიმაჩნდა და დამიტოვეთ უფლება, რომ არაფერი ვთქვა მეტი. მე მგონია, რომ ამ მიზეზების გამო ლადო კახაძის კონკურენტი ვერ იქნება ბატონი შალვა“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
(NS)
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)