21:12 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-21 13:46:18, 1227 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტში თეა წულუკიანმა და თინა ბოკუჩავამ გენდერულ საკითხზე იკამათეს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის თინა ბოკუჩავას თქმით იუსტიციის მინისტრი  გენდერულად არასენსიტიურ განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს.

„გუშინ განცხადება გაუკეთებია ირიბი მინიშნებები ჩემს კომპეტენციაზე. ქალბატონო თეა, მართალია, ამჟამად თქვენსავით დაუსწრებლად დაბალრეიტინგულ სასწავლებელში არ ვსწავლობ და არც არსებული დიპლომებით ვაპირებ ეთერებში სიარულს, როგორც თქვენ აკეთებდით, თუმცა თქვენ პირადად სამახსოვროდ მინდა გადმოგცეთ ზოგიერთი ჩემი დიპლომის ასლი. ახლა უფრო სერიოზულ ნოტაზე, ვფიქრობ რომ  ქალი იუსტიციის მინისტრი საქართველოში სადაც ყოველი მეშვიდე ქალი ძალადობის მსხვერპლია ასეთი ტიპის გენდერულად არასენსიტიურ განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს,“-განაცხადა თინა ბოკუჩავამ. 
თეა წულუკიანმა ბოკუჩავას ბრალდებებს ინტერპრეტაციები, თავად ბოკუჩავას "ძალიან ლამაზი ქალი" უწოდა. იუსტიციის მინისტრის თქმით, არ აპირებს მსგავსი შინაარსის განცხადებებს უპასუხოს. 

„მე ის ნამდვილად ვიცი, რომ ქალბატონი თინა ძალიან ბევრ უსაფუძვლო განცხადებებს აკეთებს და ამავე დროს ის ძალიან ლამაზი ქალია. ეს ვიცი. ეს არის მისი ინტერპრეტაციები და მას სჭირდება, რომ რაღაცნაირად პოლიტიკური განცხადებები აკეთოს. და აკეთებს ამ განცხადებებს და ჩემგან რა არის მოთხოვნილი, რომ მის ილუზიებზე ვაკეთო კომენტარები,“-განაცხადა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics