|
2019-03-20 18:36:57, 1261 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი სამადაშვილს: მადანაშაულებთ რომ ჰააგასთან ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ ვთანამშრომლობ - გრცხვენოდეთ
თქვენ იკადრეთ უკადრებელი -დამადანაშაულეთ, რომ თურმე ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოსთან ვთანამშრომლობ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, მე ამაზე თავისმართლებას არ ვაპირებ უბრალოდ გეტყვით, რომ გრცხვენოდეთ, - ასე მიმართა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ენმ-ს წევრ, სალომე სამადაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. მისი თქმით, ჰააგასთან თანამშრომლობა არის ქვეყნის ინტერესი. „ქალბატონო სალომე (სამადაშვილი) თქვენ იკადრეთ უკადრებელი, რაც საქართველოს არცერთმა მოქალაქემ, რომელ პარტიასაც არ უნდა მიეკუთვნებოდეს არ უნდა იკადროს და მე დამადანაშაულეთ, რომ თურმე ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოსთან ვთანამშრომლობ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, მე ამაზე თავისმართლებას არ ვაპირებ უბრალოდ გეტყვით, რომ გრცხვენოდეთ ამის, გრცხვენოდეთ ყოფილ ელჩს, რომელიც ასეთ უკადრებელს არ უნდა კადრულობეს. ქართველმა ჯარისკაცებმა ძალიან კარგად იციან ვინ მუშაობს მათ ინტერესებში, მათ შორის ისიც ახსოვთ, არაერთი მათგანი სამწუხაროდ რუსეთმა რომ მოგვიკლა და მიატოვეთ და მორბოდით ისე რომ ფეხებს ირტყამდით კეფაში, ამიტომ ნუ იკდარებთ იმას, რისი კადრებაც არ შეგეფერებათ, იმიტომ რომ ჯიბეში გიდევთ საქართველოს მოქალაქის პასპორტი, შესაბამისად, ჰააგასთან თანამშრომლობა არის ჩვენი სახელმწიფო ინტერესი და მე აქ თქვენის ნებართვით არ დავყოფ ამ დარბაზს იისფრებად და წითლებად, პატრიოტებად და ლიბერალებად, კონსერვატორებად და სოციალისტებად, ეს არის ქართული საქმე“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
(NS)
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)