|
2019-03-20 12:33:01, 1174 ნახვა
პოლიტიკა
ოხანაშვილი: ეკა ბესელია გასულია მომსახურების ზონიდან
„ეკა ბესელია გასულია მომსახურების ზონიდან“, -ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. გარდა ამისა,ა ნრი ოხანაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს პოლიტიზირებულსა და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულს უწოდებს. „ეკა ბესელიას კაბინეტი ჰგონია ოთახი. პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი რომ წერია ავტორად, მას კაბინეტი წარმოდგენილი აქვს, როგორც ოთახი. აქ ვამთავრებ მასზე პასუხების გაცემას. მათ ამოძრავებთ პოლიტიკური მოტივაცია, საკითხი გადაიტანონ პოლიტიკურ ჭრილში და პასუხი ამ შეკითხვაზე არის მარტივი. ყველა ეს ჯგუფი არის პოლიტიზირებული. ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია არის დაკავშირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან,“ ყველაზე არ ვამბობ, თუმცა ბევრი, ვითომ, ე.წ. ექსპერტი დაკავშირებული და ასოცირებულია „ნაციონალურ მოძრაობასთან“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)