08:10 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-19 10:17:04, 1591 ნახვა

სამართალი
შსს-მ ნინოწმინდაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნინოწმინდაში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1 პირი - 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ს.ა. დააკავეს.

უწყების ცნობით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"სამართალდამცველებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორლოვკის ცენტრალურ გზაზე გაჩერებული "ოპელის" მარკის ავტომობილიდან მაკაროვის სისტემის არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. დადგინდა, რომ აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი ს.ა.-ს ეკუთვნის.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, დანაშაულებრივი ფაქტების გამოძიებასთან ერთად, აქტიურად განაგრძობს პრევენციულ ღონისძიებებს. პოლიციის მიერ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბოლო ორი თვის განმავლობაში ამოღებულია 884 ცივი და 104 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი", - ნათქვამია განცხადებაში





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics