|
2019-03-18 11:48:06, 1070 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტში მიმდინარე კვირაში პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მოუსმენენ
საქართველოს პარლამენტში მიმდინარე კვირაში ინტერპელაციის წესით საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მოუსმენენ. მთავრობის ხელმძღვანელი კანონმდებლებს 22 მარტის პლენარულ სხდომაზე მიმართავს, რა დროსაც, საქართველოს საპარლამენტო ცხოვრებაში პირველად, ინტერპელაციის წესი ამოქმედდება. ამ წესის ფარგლებში, საკანონმდებლო ორგანოში მამუკა ბახტაძის მისვლა ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენურ ვითარებასთან დაკავშირებით მოითხოვეს. პირველი არხის ინფორმაციით, ინტერპელაციის წესით, 22 მარტის პლენარულ სხდომაზე შესაძლოა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილსაც მოუსმინონ, რომლის პარლამენტში მისვლა „ევროპულმა საქართველომ“ მოითხოვა. ინტერპელაციის წესი გათვალისწინებულია პარლამენტის ახალი რეგლამენტით, რომლის მიხედვით, პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს, ან ფრაქციას უფლება აქვს, ინტერპელაციის რეგლამენტის მიხედვით, ადრესატი ვალდებულია, შეკითხვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირადად უპასუხოს.
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა დაფინანსდება, III სემესტრიდან გრანტის 1/2-ია გარანტირებული
Euronews: ფიფას პრეზიდენტი ევროპარლამენტში დაიბარეს
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე იგნაციო კასისი საქართველოს შემოდგომაზე ეწვევა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)