|
2019-03-15 19:01:10, 1214 ნახვა
პოლიტიკა
„არავის სჯერა, რომ ივანიშვილის ღობესთან შეიძლება შეცდომა მოხდეს, - გენგეგმის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს
თბილისის საკრებულოს სხდომა, სადაც დედაქალაქის გენგეგმას განიხილავენ, ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. უმრავლესობა ოპოზიციას არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. ხოლო, საკრებულოს დეპუტატს „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ხაბეიშვილს არ სჯერა, რომ დოკუმენტს, რომლითაც ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიას ზონალური სტატუსი უნდა შეცვლოდა, ტექნიკური ხარვეზი იყო. „თქვენ თქვით, რომ ოპოზიცია იტყუება და არაფერი იცვლებაო დღეს თქვით, რომ კი ედოო, მაგრამ რაღაც ლაქა იყოო, შეგვეშალა და გავასწორეთო. საბოლოო ჯამში ქალბატონმა მაიამ თქვა, ეს ლაქა რომ იყო რამდენიმე თვეა ვიცითო, მაგრამ დღეს ბოლო საათებში და წუთებში გავასწორეთო, არადა გუშინ საერთოდ არ იცოდნენ ეს ლაქა რომ არსებობდა. თქვენ შეიძლება გჯერათ ამ დამთხვევების, მაგრამ ივანიშვილის ღობესთან რომ შეიძლება რამე შეცდომა მოხდეს, არც მე და ალბათ საზოგადოების ნაწილსაც არ სჯერა. მე პირობითად მინდა დაგიჯეროთ, მაგრამ ამბობთ, რომ ერთი დღით ადრე რუკაზე გაიპარა შეცდომა. შეცდომებით დახუნძლული გენერალური გეგმა რომ მივიღოთ და მერე ზონას ვნახავთ რა გამოვა - რუკას საერთოდ არ კითხულობთ?“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა დაფინანსდება, III სემესტრიდან გრანტის 1/2-ია გარანტირებული
Euronews: ფიფას პრეზიდენტი ევროპარლამენტში დაიბარეს
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე იგნაციო კასისი საქართველოს შემოდგომაზე ეწვევა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)