|
2019-03-15 18:24:34, 1525 ნახვა
პოლიტიკა
ტოივო კლაარი ირაკლი ღარიბაშვილს ახალ პოლიტიკურ თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ტოივო კლაარს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს და კონფლიქტურ ზონებში არსებულ ვითარებას, ასევე არსებული გამოწვევების ერთობლივი ძალისხმევით გადაჭრის გზებს. ტოივო კლაარმა ირაკლი ღარიბაშვილს ახალ პოლიტიკურ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა. „ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს ადრეც შევხვედრივარ, როდესაც ის პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინიტრის პოსტს იკავებდა. მე მას მივულოცე ახალ პოზიციაზე დანიშვნა. შეხვედრაზე ფართოდ განვიხილეთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ჩემი მოვალეობები და ის ვითარება, რაც კონფლიქტების მიმართულებით არსებობს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი თანამშრომლობა. ჩემი, როგორც ევროკავშირის სპეციალური წარმომადგნლისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარის მოვალეობაა დიალოგის უზრუნველყოფა და დახმარება კონფლიქტების გადაჭრის პროცესში“, - განაცხადა ტოივო კლაარმა.
(NS)
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა დაფინანსდება, III სემესტრიდან გრანტის 1/2-ია გარანტირებული
Euronews: ფიფას პრეზიდენტი ევროპარლამენტში დაიბარეს
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე იგნაციო კასისი საქართველოს შემოდგომაზე ეწვევა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)